ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და „თვალსა და ხელს შუა დნება“:
„ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი. მე ასეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება, მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა. მე ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას. თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის, ასე ვერ ვისუსტებ თავს“, – აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.