გელათი განადგურების პირასაა. მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობს ძეგლს კრამიტის სახურავს ხსნიან და სარესტავრაციო სამუშოებს იწყებენ, თუმცა ისე, რომ არავინ იცის. პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 205 ათასი ლარი დაუჯდება.
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ინფორმაციას მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლის შესახებ არ ასაჯაროვებს. არც ერთ მეცნიერსა და ხელოვნებათმცოდნეს არ უმხლენ, რას უპირებენ გელათს, სამუშაოებს კი ისეთი კომპანია ახორციელებს, რომელსაც მგსავსი საქმის გამოცდილება არ აქვს.
სპეციალისტები გამოთქვამენ ეჭვს, რომ შესაძლოა, საუკუნოვან ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
ნაწილობრივი გადახურვის გაკეთება პრობლემური მგონია. გაუგებარია, რამდენად არის დაცული რისკები და რითი იცავენ წყლის ჩასვლისგან. როგორ იცავენ დასავლეთიდან წვიმას, როგორც ვიცით, დასავლეთი ქარიანი ადგილია. ასევე საინტერესეოა, უნიკალურ მხატვრობას როგორ იცავენ წყლის ჩასვლისგან– კითხულობს ხელოვნებათმცოდნე, მზია ჯანჯალია.
ტვ პირველი იმ კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომელმაც გელათის რეალიბილიტაცია და გადახურვა უნდა განახორციელოს. აღმოჩნდა, რომ გამოყოფილი თანხების მიუხედავად, კომპანიას რაიმე სახის სამუშაო ტაძარში ჯერ არ განუხორციელებია.