“ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დამხვდებოდა არა უბრალოდ მხნედ…არამედ მშვიდად”-არმაზ ახვლედიანმა ნიკა გვარამია მოინახულა

ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ნიკა გვარამია დამხვდებოდა არა უბრალოდ მხნედ, არამედ მშვიდად. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ადამიანი ხარ მართალი, მაშინ ხარ მშვიდად – ასეთი კომენტარი გააკეთა არმაზ ახვლედიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.
დეპუტატმა ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამია მოინახულა, რომელიც უკვე მესამე დღეა, პოლიტიკურ პატიმრობაშია.
ნიკა გვარამიას დღეს მისი ადვოკატებიც მოინახულებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share