ირაკლი ოქრუაშვილი: „ქართველებმა ხინკლის დაცვაც არ ვიცით“

ბოლო დროს სოციალურ ქსელში დიდი დავა გაჩაღდა ხინკლის წარმოშობაზე. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი თვლის, რომ ხინკალი მონღოლურია.

ხინკლის წარმომავლობის ეს ვერსია კატეგორიულად მიუღებელია თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის.

“კაცობრიობა დღემდე ამტკიცებს, რომ ოქროს საწმისი ჩვენ მოგვპარეს. ამ დროს კი, ქართველი იმის მტკიცებას უნდება ხინკალი მონღოლებს მოვპარეთ თუ არა.

ისევ გარედან, კაცობრიობა თუ გვიშველის, თორემ ხინკლის დაცვაც არ ვიცით, ოქროს საწმისს ვინ ჩივის’, – აღნიშნავს ოქრუაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share