”რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და ალბათ, მომავალშიც დაუწესებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და მისი საქმე არ არის. ”
ასე ეხმაურება, ”ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის იმ განცხადებას სადაც პოდოლიაკმა პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება მოითხოვა და მათ შორის ივანიშვილიც დაასახელა.