ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ დღეს სახლში აღსრულების ბიუროს წერილი მოულოდნელად მიუტანეს.
მისი თქმით, წერილში საუბარია თანხაზე, რომელიც მოთხოვნილია 2015 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ დაფარულია ტელევიზიის მიერ.
“ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს, როცა შაბათს დილით სახლში გაახლებენ ტელევიზიისთვის განკუთვნილ აღსრულების ბიუროს წერილს, დათარიღებულს 2022 წლის 18 მაისით იძულებითი აღსრულების შესახებ თანხაზე, რომელიც მოთხოვნილია 2015 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ დაფარულია ტელევიზიის მიერ. უბრალოდ შტერები არიან თუ რამე შარის გამოქექვით მოტივირებული შტერები?”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.