უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობა 25 მაისის 05:30 საათიდან კიდევ 90 დღის განმავლობაში უნდა იყოს ძალაში. საკითხს მხარი უმაღლესი რადას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე, საყოველთაო მობილიზაცია გახანგრძლივდა 23 აგვისტომდე. პრეზიდენტის ამ განკარგულებას მხარი დაუჭირა 315-მა დეპუტატმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share