საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ- ამის შესახებ ,,ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, კრიმინალები არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც, რაც, მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას აზიანებს.
საქართველოში არ არის არც ერთი პოლიტპატიმარი და ამის შესახებ კარგად იცის ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც.
სამწუხაროდ, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში. ამას ვართ მიჩვეულები და ეს, სამწუხაროდ, აზიანებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა, ეს მოცემულობაა – განაცხადა კობახიძემ.