ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინელ სამხედროებს რუსული ჯარების წინსვლის პარალელურად, შესაძლოა, უკან დახევა მოუწიოთ.
გაიდაის ცნობით, ოკუპანტები დონბასის უდიდეს ქალაქ სევეროდონეცკში შევიდნენ, თუმცა, რუსი სამხედროები ლუგანსკის რეგიონის დაკავებას ვერ შეძლებენ. გაიდაი ასევე აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად შენობების 90% დაზიანდა.
“ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რომ თავი დავიცვათ. მაგრამ, იმისთვის, რომ ალყაში არ მოვექცეთ, შესაძლოა, უკან დახევა მოგვიწიოს”. – წერს გაიდაი Telegram-ზე.