“ქართული ოცნება” ებრძვის ქართველი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებას!
ისინი ებრძვიან კრიტიკულ მედიას,განსხვავებულ აზრს – რუსული მეთოდებით!
ჩემი სოლიდარობა მედიას, ყველა ჟურნალისტს ,რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა და მედია მენეჯერებს, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა” – ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.