სკამი 2100 ლარი, 6000 ლარიანი საოფისე მაგიდა – რაში ხარჯავს ფულს საქართველოს მთავრობა

მძიმე ეკონომიკური  ვითარების ფონზე რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ ერთდროულად გადაწყვიტა,  ძველი ავეჯი ახლით ჩაანაცვლოს.

იმ ავეჯის ჩამონათვალი, რომელსაც პროკურორები ყიდულობენ, შემდეგია: რბილი ავეჯი ქრომირებული ფეხებით, მაგიდები, კარები შუშიის ვიტრინებით და დაშპონილი ფასადებით. განცხადებაში კი პროკურატურა წერს, რომ ოფისების აღჭურვისთვის არ განიხილება არავითარი ძვირადღირებული ავეჯი და გათვალისწინებულია მინიმალური სტანდარტები.
ნატურალური ხის სკამი ხავერდის ზედაპირით, წარმოებული იტალიაში- ფასი 2100 ლარი.  ავეჯის ელიტარულ სალონში უძვირეს ნივთებს საგარეო საქმეთა სამინისტროც ყიდულობს.  მინისტრი დარჩიაშვილი 6500 ლარს გადაიხდის  გერმანული შავი კერამიკით მოპირკეთებულ ერთ მაგიდაში.

საგარეო უწყება თავს უფლებას აძლევს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყიდოს 6000 ლარიანი მაგიდა. რა ფუნქციას ასრულებს 6000 ლარიანი მაგიდა და რატომ არ შეასარულებდა იგივე ფუნქციას 2000 ლარიანი? აქ არის ნივთის ღირებულებაზე საუბარი – აცხადებს ბესიკ დონაძე, ,,ევროპული საქართველოს” წევრი.

რატი  ბრეგაძის უწყებამ ავეჯისთვის  თითქმის 3 მილიონი ლარი  გამოყო, თუმცა  რა მოთხოვნები  აქვს პენიტენციურ სამსახურს, უცნობია.

ტვ პირველი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share