“ჩემი მხარდაჭერა ნიკას, შევხვდებით ერთმანეთს 2023 წელს” – მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მომავალ წელს, კანის კინოფესტივალზე მიწვევა მიიღო. პატიმრობაში მყოფი, კრიტიკული არხის დამფუძნებელი, კინოს ყველაზე დიდ დღესასწაულზე, ფესტივალის დირექტორმა საგანგებოდ, მას შემდეგ მიიწვია, რაც მან ნიკა გვარამიას ისტორია მოისმინა.
ადგილი, სადაც ხელოვანები ყველაზე მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს მთელს მსოფლიოს კინემატოგრაფის ენით უყვებიან, წელს რუსთ-უკრაიანის ომს და მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა, რადგან დოკუმენტური კადრები, რომელსაც მსოფლიო უკვე 100 დღეა პირდპაირ ეთერში უყურებს, ყველაზე საზარელი ფილმის სცენარს ჰგავს და ის აუცილებლად ბოროტებაზე გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
რუსული ბოროტების წინააღმდეგ რომ კანის ფესტივალი ინდეფერენტული არ დარჩა ეს პირველივე დღეებში გამჩნდა, როდესაც კანსი ოსაკრისგან განსხვავებით ტრიბუნა უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს დაუთმო.