„ხელოვნურად გააჩერა პროცესი „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, რატომ გეშინიათ ამის თქმა, არ მესმის“ – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ტვ „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე ცუდი არ შეიძლებოდა ნიკა მელიას პროცესისთვის გაეკეთებინა.
„რაც თქვენ თქვით, რომ ხალხი არ გამოდის, პირდაპირ ვადებ ხელს, ხელოვნურად გააჩერა პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, რატომ გეშინიათ ამის თქმა არ მესმის. დააძინა კაცმა პროცესი, რატომ დააძინა, თქვენ თვითონ იფიქრეთ, ზოგი რას იფიქრებს, ზოგი რას. მე არ მიყვარს ხელოვნური ბრალდებები. არ მაინტერესებს ნებსით თუ უნებლიედ, შედეგი მოიტანა კატასტროფული. ამაზე ცუდი არ შეიძლებოდა პროცესისთვის გაეკეთებინა, ვიდრე ნიკამ გააკეთა, თუ ეს მოუვიდა იმით, რომ ვერ არის ლიდერი, არც ეს არ არის შვება“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.