ცენტრ “ემპათიას” კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ საფრთხილოა, რადგან შესაძლოა, გართულებებმა ნებისმიერ წუთს იჩინოს თავი.
როგორც თოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ექიმების გუნდი ან სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ასეთი პაციენტების მკურნალობის გამოცდილება აქვს.
“მისი მდგომარეობა არის ძალიან მერყევი, შეიძლება ითქვას, დანის პირზე. ერთი პატარა შეცდომის დაშვება და შეიძლება, ყველაფერი უკან წავიდეს. გარდა ამისა, არის გართულებათა რიგი, რომელზეც ჩვენ ვაფრთხილებთ დაწესებულებას, რომ მოსალოდნელია ეს და არ არის სახუმარო. ეს იქნება სერიოზული გართულებები, რომელსაც უკვე ალბათ მარტო ინტენსიური თერაპიის პალატა ვერ მოერევა”, – თქვა ოთარ თოიძემ.