“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც დღეს მასზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, მხდალი და მშიშარა უწოდა.
ღუდუშაურმა სხდომათა დარბაზში ვაშაძეს უთხრა, რომ “ოცნება” მის ცემას არ აპირებს და ერთადერთი, ვისიც მას უნდა ეშინოდეს ამ კუთხით, გვერდით მჯდომი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძეა.
“დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა, ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს, ჩემ ბავშვობაში იყო მულტფილმი “თაგვი და კატა”, რომელსაც ორგანულად ეშინოდა და ითხოვდა როგორმე, სურვილი ჰქონდა… გახდა ლომი და მაინც ეშინოდა ბუნებრივია კატის. ჩვენთან არის ეგეთი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს ომახიანად სხვადასხვა რაღაცებზე, მაგალითად ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, საკუთარ კოლეგებთან, სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. დიახ, ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში, რომ დაზღვევის გარეშე…
ჩვენ არ გიპირებთ ბატონი გიორგი, ცემას ნამდვილად არ გიპირებთ, მაქსიმუმ თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე, მაგისი გეშინოდეთ, ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობაზე და შეურაცხყოფაზე გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს, სად თქვენ, სად ჩვენ”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.