ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს, როგორც კი ქვეყნის მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკან დახევას. მისი თქმით, ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა.
“საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. საქართველოს ჰყავს სიცოცხლით სავსე, ევროპული საზოგადოება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატურის მინიჭებას, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკან დახევას. ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.