ოზურგეთში ფუტკრის ნაკბენით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მოხდა. ადგილობრივ მამაკაცს ათამდე ფუტკარი დაესხა თავს. ნაკბენის შედეგად, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის შესახებ “გურიის მოამბეს” გარდაცვლილის თანასოფლელებმა აცნობეს.