„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჩვენი გამხნევება სჭირდებოდეს, ბიძინა ივანიშვილი ისედაც მხნედ იქნება, დარწმუნებული ვარ. მთავარია, ქვეყანას არ დაუდგეს მძიმე პერიოდი და რამენაირად ბიძინა ივანიშვილი თვითონ გაგვამხნევებს აქეთ,“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას, სჭირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს გამხნევება.