ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ხალხი, რომელიც “სუვერენიტეტზე” და “ღირსებაზე” ღაღადებს, იგივე “სასტავია”, არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში, “ომი გინდათ?!” გზავნილით რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს რომ გვირჩევს, ისე რომ არც “სუვერენიტეტი” ახსენდებათ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების სახით და არც “ღირსება” მცოცავი ოკუპაციის პირობებში.
ისინი მაქსიმალურად ამარტივებენ სურათს, არ ფიქრობენ რთულ ლოგიკურ კონსტრუქციებზე და პროპაგანდისტული შტურმით იღებენ შედეგს.
შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ დასავლეთი იდეალურია, რთული არგუმენტაცით ვერ იქნება ეფექტური.
როგორი უნდა იყოს ასევე მარტივად გასაგები კონტრ-პროპაგანდა, რომ მან გამოიღოს შესაბამისი შედეგი?
ზოგადი სქემა:
ჩვენ გვაქვს უალტერნატივო არჩევანი, ან დასავლეთი, ან რუსეთი. სხვა არჩევანი არ არსებობს. თუ ვუპირისპირდებით დასავლეთს, ე.ი. მივდივართ რუსეთში.
ეს უნდა იყოს კონტრ-პროპაგანდის სისტემური ხაზი ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე.
ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ისინიც კი, ვინც დასავლეთს კრიტიკულად უყურებს, ან იზიარებს მეორე მხარის გარკვეულ არგუმენტებს, მაინც სწორ არჩევანს გააკეთებენ.
ხელისუფლების მთავარი კოზირი ის არის, რომ ქმნიან მესამე არჩევანის შესაძლებლობის ილუზიას. ეს ილუზია თუ დაინგრა, ყველაფერი სწორად განვითარდება.” – წერს ხუხაშვილი.