დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
6 ივნისიდან 12 ჩათვლით ქვეყანაში ჩატარდა 100 232 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა – გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ცნობით, 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.51%. ქვეყანაში სულ 543 აქტიური შემთხვევაა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, “ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო”, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.