გოჩა როყვა დაიბადა 1962 წელს ოზურგეთში.
1982-87 წლებში იყო საქართველოს ჩემპიონი.
საქართველოს თასის მფლობელი გახდა 1982 წელი.
საქართველოს სუპერ თასის მფლობელი 1982 წელს.
სსრკ-ს ჩემპიონი მე-2 ლიგა 1985 წელს.
სსრკ-ს ჩემპიონი სოფლის სპორტსმენთა შორის (ოქროს თავთავი) 1981-82 წელი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი 1980 წელი.
ს/კ „მერცხალში“ თამაშობდა 14 წელი, 1979-1993 წლებში.
ფეხბურთის თამაში დაიწყო 10 წლის ასაკში სოსო გაგუასთან.
„მერცხალში“ მისი დებიუტი შედგა 1979 წელს – მწვრთნელი იური ჩხაიძე.
კარიერაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელები, ვინც მის საფეხბურთო დაოსტატებაში დიდი წვლილი შეიტანეს, სოსო გაგუა, იური ჩხაიძე, თემურაზ გრძელიშვილი,ზორბეგ ებრალიძე და რევაზ ძოძუაშვილი იყვნენ.
ფეხბურთელებიდან ვის გვერდით უთამაშია ბატონმა გოჩამ დაასახელა; ტატო წიკლაური,ამირან ანდღულაძე,დათო პაიკიძე,შუქრი კაშია,მერაბ ღლონტი,ვალიკო დუმბაძე, გიზო გუჯაბიძე,ბესიკ უგულავა,ვლადიმერ კვაჭანტირაძე, ომარ თეთრაძე,თემურ მჟავანაძე,იური მამინაშვილი,ჯუმბერ მენაბდე,კაკო ათუაშვილი, მათ გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იყო,ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთო, გვიხაროდა თამაში და მაყურებელთან შეხვედრა ჩვენთვის ყველა თამაში ზეიმი იყო ,იმიტომ რომ სულ გამარჯვებულები და თავ აწეულები ვტოვებდით მინდორსო, განსაკუთრებით 80-იანი წლების“მერცხალი“ იხსენებს ბატონი გოჩა!
მოწინამღდეგე გუნდიდან იხსენებს ბატონი გოჩა, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია თავისი საფეხბურთო აზროვნებით და გამარჯვების სულისკვეთებით გრგოლ ცაავამ და გოჩა გოგრიჭიანმა ორთავე სოხუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ!
გოჩა არ იყო უხეში დამცველი, მეტოქეს არ ურტყამდა ფეხებში უკნიდან,ხვდებოდა მას პირისპირ შედიოდა ორთაბრძოლაში თავდამსხმელთან და ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა.თავისი გონივრული გადაცემებით გუნდი იწყებდა შეტევას,გამოირჩეოდა მაღალი სათამაშო აზროვნებით!
1995 წლიდან დღემდე ბავშვებთან მუშაობს მწვრთნელად და მომავალ თაობას გადასცემს ფეხბურთის სიყვარულს და საშემსრულებო ოსტატობას,ხანგრძლივი პედაგოგიური და საწვრთნელო საქმიანობის შედეგად ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელები გაუზარდა საყვარელ კლუბს„მერცხალს“ და საქართველოს ნაკრებს; ვაკო ყაზაიშვილი,ნოდარ ლომინაძე, ნოდარ მაჭავარიანი, ირაკლი ბაჯელიძე და სხვები.
ამაყობს თავისი განვლილი ცხოვრებით და თავისი საფეხბურთო კარიერით როგორც ფეხბურთელი და შემდგომ მწვრთნელი!კარგი მეუღლე, კარგი მამა ,მოსიყვარულე ბაბუა და მეგობრების გვერდში მდგომი!
ფეხბურთი უყვარს ფეხბურთით ცხოვრობს, ფეხბურთს მიუძღვნა თავისი ცხოვრება!
ხარიტონ ჩხატარაშვილი.