სამხარეო ადმინისტრაციაში OGP LOCAL -ის უფროს ოფიცერ ხოსე მარია მარინთან შეხვედრა გაიმართა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად OGP LOCAL -ის უფროს ოფიცერს ბრიუსელიდან ხოსე მარია მარინს შეხვდა.

შეხვედრაზე ღია მმართველობის მნიშვნელობაზე, OGP LOCALI-ის პროგრამაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ,,ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის ხალხი და ყველა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს.

ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დანერგვით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ კიდევ უფრო ახლოს მოქალაქეებთან და განსახორციელებელი პროექტები მათი აქტიური ჩართულობით დავგეგმოთ,“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share