ევროპელი ელჩები იყვნენ ერთ-ერთი მთავარი სტუმრები საქართველოს პრეზიდენტის ორგანიზებულ აქციაზე.
ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ესტონეთის, რუმინეთის და შეერთებული შტატების დიპლომატები დღეს ერთხმად საუბრობდნენ უკრაინის ომის შემდეგ გაჩენილ შესაძლებლობებსა და საქართველოს მდგომარეობაზე, საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერაზე.
“ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, როდის გამოქვეყნებს ევროკომისია თავის მოსაზრებებს, თუმცა, როგორც ვიცი, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ ამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გასაჯაროვდება მოსაზრებები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შესახებ. შემდგომ განხილული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ერთ კვირაში, ევროპულ საბჭოზე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, – ამბობს კარლ ჰარცელი.