ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალმა ქმრის გარდაცვალების გამო, 3 შვილი ტბაში დაახრჩო, შემდეგ კი თავი მოიკლა – ამის შესახებ ინფორმაციას Cbsnews ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბავშვების ცხედრები გარეუბანში მინეაპოლისის ტბაში იპოვეს, ბავშვების ცხედრებთან ახლოს კი გარდაცვლილი ქალის ცხედარიც აღმოაჩინეს.
არსებული ინფორმაციით, დედის მიერ მოკლული შვილები 3,4 და 5 წლის იყვნენ. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვების გარდაცვალების მიზეზი დახრჩობაა.