”ბახმაროს ეტიმოლოგია დღემდე დაუდგენელია და ერთიანი აზრი არ არსებობს, ყველაზე პოპულარული ვარაუდი ლეგენდას უკავშირდება, რომლის მიხედვით XVI-XVII საუკუნეებში ოსმალებმა გურიიდან გაიტაცეს თავადის ლამაზი ქალი სახელად მარო.
,,ხელი სტაცა შავი ბურთით
უმალ პირი გაუტენა,
შესვა ცხენზე და მთებისკენ
გააქროლა, გააჭენა”.
გამტაცებლებს გურულები დაედევნენ და დიდი ხნის დევნის შემდეგ ისინი ბახმაროს მიდამოებში მაომწყვდიეს.
,,ერთი ამბობს: თავს უშველოთ
შევეფაროთ კლდეს და გორებს,
თორემ ბრძოლით ქართველები
წუტი სოფელს მოგვაშორებს,
მხეცებს მისცემს დასაგლეჯათ
აკუწულსა ჩვენსა მძორებს…”
ოსმალებმა ვეღარ შეძლეს ქალის წაყვანა, სამაგიეროდ ის მოკლეს და მის შიშველ ტანზე დააწერს მისსივე სისხლით ,,ბახ-მარო”, რაც ქართულად ნიშნავს ,,ნახე-მარო”.
და ისეთი მომხიბლავი
გამოსჩნდა იმ წუთს ქალი,
რომ თათრებსაც უნებურად
შეუჩერდათ ხელს ხანჯალი,
მაგრამ მაინც თავი მოსჭრეს.
მხეცის გული გააჯერეს,
და თეთრ მკერდზე სისხლის მელნით
,,ბახ-მარო”-ო! დააწერეს!
გურულებმაც ნაწამები ქალის საპატივსაცემოდ სწორედ ეს სახელი უწოდეს ამ ადგილს. ამ ლეგენდის საფუძველზე პოეტმა საფო გიგინეიშვილი-მგელაძემ 1918 წელს დაწერა პოემა ,,ბახ-მარო” და უფრო გაამყარა ეს ლეგენდა ხალხის აზროვნებაში (ზემოთ მოყვანილი სტროფები სწორედ ამ პოემიდანაა).
ფოტოებზე საფო გიგინეიშვილი-მგელაძე, ანტონ გოგიაშვილის ნახატი”
ირაკლი მახარაძე.