მესამე პრეზიდენტს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ გარკვეული კვლევები მას ნარკოზის ქვეშ უტარდება, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
ადვოკატების თქმით, დღესვე დაიწყება ამერიკელი ექსპერტებისთვის ლიცენზიის მიღების პროცედურებიც, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელ ექსპერტიზაში ჩართვა შეძლონ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ამ პროცესსაც არ გააჭიანურებენ.
“ახლა უკვე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე რამდენად დროულად მოგვცემენ ამ ნებართვებს. როგორც კი ნებართვებს აიღებენ, მეორე დღესვე უკვე ამერიკელები ჩამოფრინდებიან და ჩაატარებენ ექსპერტიზას. ამის შემდეგ მივმართავთ შუამდგომლობით სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან ან მთლიანად დარჩენილი სასჯელის მუხლიდან გასათავისუფლებლად, ეს დამოკიდებულია რა ეწერება ექსპერტიზაში.
საკმაოდ რთული პროცედურებია ეს დამატებითი კვლევები, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ნარკოზის ქვეშ უნდა გაუკეთდეს ეს კვლევები, მას უკვე მერამდენედ ჩაუტარდა ნარკოზით სხვა და სხვა კვლევები რაც ბუნებრივია ცუდად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, – თქვა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძე.
მიხეილ სააკაშვილი თითქმის სამი თევა კლინიკაში მკურნალობს. ოჯახიც და ადვოკატებიც ამბობენ, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.