პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ყველაზე უცნაურად ფუნდამენტალიზმი ეჩვენება.
„ყველაზე უცნაურად თუ იცით რა მეჩვენება საქართველოში ? ფუნდამენტალიზმი !
აქაო და თავისუფლების მოყვარული ერი ვართო. ისაო, ესაო… ამ დროს, თავადაც ვიღაც ბელადის, ლიდერის, მღვდლის თუ კრიმინალის მონობის უღელში ნებით ყოფენ თავს და რაც ყველაზე უარესია სხვასაც აძალებენ, ისე იცხოვრე, როგორც მე გეუბნებიო. პატივი ეცი მამასა შენსაო, ბელადსაო, მღვდელსაო, ქურდსაო, რაიკომის მდივანსაო, გამგებელსა და ჩვენი პარტიის ლიდერსაო ! ვისაც რა გემოვნება იაქვს იმის მიხედვით მოდის პატივსაცემი პერსონისა თუ ცხოვრების წესის დაძალება.
დემოკრატია გვინდა, ევროპები და რამე. ამ დროს ევროპულად ჩაცმული თალიბანი ვართ“, – წერს მამუკა გამყრელიძე.