6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმისას წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ნენსი პელოსის ლეპტოპი მოპარეს. ამის შესახებ მისმა თანაშემწემ განაცხადა.
„ლეპტოპი საკონფერენციო დარბაზიდან მოიპარეს. ნენსი პელოსი მას პრეზენტაციებისთვის იყენებდა“, – წერს დრიუ ჰემილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებლად, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.