ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ფილიალებისათვის 27 500 ლარის ქათმის კვერცხის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.
ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ 50 000 ცალი – პირველი კატეგორიის, ახალი, მთელი, გლუვი, ხორკლების გარეშე, გამოსაყენებლად ვარგისიანი, თეთრი ან მოყავისფრო კვერცხი გაერთანებას, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.
ცნობილია ისიც, რომ მიწოდება უნდა განხორციელდეს ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების 37 ფილიალში.