რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას, ასე აკეთებდა “გიტლერი” – მეუფე სპირიდონი

სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ანტირუსულ კამპანიას “გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებულს” უწოდებს და ამბობს, რომ ასე ექცეოდა “გიტლერი” ებრაელებს:

“მოვისმინე მე სოციალურ ქსელებში რომ ტურისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი “სტუმარ მასპინძელი” ხომ მაინც წაგიკითხავს ვაჟა ფშაველასი? მერე მეორე – პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერაა ინსპირირებული. იქიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რომ რუს ტურისებს უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდანო. ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი.  საწყალ ებრაელებს დევნიდა და სადაც ნახავდა ხოცავდა ყველგან, მაღაზიაში არ უშვებდა, სასადილოში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის მიმართ, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსების მიმართ. ეს არის. ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა. ის გიტლერი იყო ოფიციალური სატანისტი.” თქვა სპირიდონმა ქადაგებაში.

მან უკრაინის პრეზიდენტიც ლანძღა და “სატანისტი” უწოდა – “რასაც ის სატანისტი გიტლერი აკეთებდა, იმას აკეთებს ეგ კაცი და ჩვენ ნუ ავყვებით მაგას შვილო” – მიმართა მრევლს სპირიდონმა.

მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის აგრესია  ზელენსკის “ცოდვებისა და სატანისტური  იდეოლოგიის” ბრალია და მათ ახლა უნდათ “მეორე ფრონტის” გახსნა საქართველოში და რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share