კრემლის ფული ქართულ ჭიდაობაში. რუსეთის დუმის დეპუტატი კახეთში გამართული ტურნირის მთავარი სტუმარი და სპონსორი ხდება. სოციალურ ქსელში მარტივად ხელმისაწვდომია ჭიდაობის ტურნირის კადრები – ადგილობრივები კი ადასტურებენ, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი სპორტსმენების შეჯიბრში გამარჯვებულებს საიგიდფაშა უმახანოვი პირადი სახსრებით, ფინანსურად აჯილდოვებდა.
უმახანოვი “ედინაია რასიას” წევრი დაღესტნელი დეპუტატია, რომელსაც არაერთი ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული პირადად პუტინისგან. ის თადარიგის პოლკოვნიკია და დაღესტანში სახალხო შეიარაღებული ფორმირებების ყოფილი მეთაურია.
კახეთის სოფელ თივში კი ყვებიან, რომ რუსი მაღალჩინოსანი, სხვა სტუმრებთან ერთად ხშირად ჩამოდის დაღესტნიდან საქართველოში და ჭიდაობის ტურნირს ესწრება.
მთავარი არხი