რას იხსენებდა გიგო შარაშიძე (1864-1874წწ) ძიმითში ყოფნისას

გიგო შარაშიძე იხსენებდა, რომ ძიმითში ყოფნისას (1869-1874), ერთხელ, ერთ აზნაურთან წვეულება იყო გამართული, სადაც სხვებთან ერთად იმყოფებოდა ცნობილი ბებურა ბებურიშვილი (ოზურგეთის თავი, ძმა ატატო ბებურიშვილს, ცნობილი მსახიობისა და პოეტისა, რომელმაც რუსულ ენაზე გამოსცა გურული ფოკლორის ნიმუშები). სანამ სადილად დასხდებოდენ, ბებურამ შეკრიბა ყველა მწიგნობარი სტუმარი და შეეკითხა: ვინმემ იცის ზეპირად ვეფხისტყაოსანიო. ცოტა აღმოჩნდა მათში ასეთი და ერთმა აზნაურმა თქვა: მოსამსახურეთა შორის არიან გლეხები, რომელთაც ზეპირად იციანო პოემაო.
მართლაც აღმოჩნდენენ ასეთი გლეხები, მაშინ ბებურამ უთხრა იმ აზნაურებს ვინც არ იცოდა ვეფხისტყაოსანი: ,,თქვენ წაბრძანდით და ღომი და ხარჩო გააკეთეთ ამ გლეხების მაგივრად, ესენი კი (მიუთითა გლეხებზე) თქვენს მაგივრობას გასწევენ აქაო”.
სხვათაშორის, შარაშიძე ამბობს რომ როცა სახალხო სკოლების ინსპექტორმა 1872 წელს მოინახულა გურიის სოფლის სკოლები, გრიგოლ გურიელისთვის უთქვამს – ამ კუთხეში ისე ძლიერი ყოფილა სწავლის სურვილი, რომ თუ აქაურ სკოლებს კარგი ხელმძღვანელი დაურჩა, მალე განათლდება ეს მშვენიერი ქვეყანაო.” ტროიეს ძალიან მოსწონებია გურიის ბუნება და ხალხის სიმკვირცხლე და სილამაზე.
პატრონი არაა თვარა, გურია გინესის რეკორდების წიგნშია შესაყვანი (ეს ხუმრობით, თორემ უცხოენოვანი წიგნები უნდა შეიქმნას რომ მთელმა დუნიამ გაიგოს გურულების ამბავი), როგორც ყველაზე განათლებული ხალხი რუსეთის იმპერიისა და ყველაზე მებრძოლი, რომელმაც დაუმორჩილებლობა და ლამის ომი გამოუცხადა რუსულ მონსტრს.
ფოტოზე შარაშიძე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share