სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ოკუპანტებმა თხრილი გაავლეს, რაც დამატებითი 208 კმ² ოკუპაციაა

ოკუპანტები სულ უფრო მეტად აქტიურდებიან მცხეთა-მთიანეთში, სოფელ გრემისხევის მიმდებარედ. მათ თხრილები გააკეთეს და იქვე მდებარე საგუშაგოს კეთილმოწყობაც დაასრულეს.

გრემისხევის მცხოვრებლები ვეღარ სარგებლობენ ვერც საოკუპაციო ზოლთან მდებარე ტყით, რადგან იქედან ადგილობრივები რამდენჯერმე გაიტაცეს.

ახალი მავთულხლართი გამოჩნდა ასევე შიდა ქართლში, ატოცი-ქვემო ოქონას მონაკვეთზე.

“გაზარდეს თხრილების რაოდენობა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს გარკვეულ სამზადისზე, თუმცა ძალიან რთულია იმის თქმა, რას ემსახურება ამ თხრილების გაკეთება. შესაძლოა, იქ გეგმავენ ახალი ღობეების დამონტაჟებას ან მავთულხლართების ჩადგმას, რაც გულისხმობს დამატებითი 208 კვ. კილომეტრის ოკუპაციას. ამას სჭირდება მაქსიმალური მონიტორინგი, აქტიური ჩარევა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ”, – თქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

ახალ თხრილებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share