ირაკლი ალასანია: დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი პოსტპუტინის პერიოდზე – ეს გარდაუვალია

ახლებური მიდგომები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ აქამდე კონფლიქტის მოგვარებას ვცდილობდით იმ მიდგომებით, რა მიდგომებშიც დაიბადა ეს კონფლიქტი 30 წლის წინ და რეალურად ახალს არაფერს ვთვაზობთ. დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი პოსტპუტინის პერიოდზე. პოსტ პუტინის პერიოდი დღეს თუ არა ხვალ იქნება, ეს გარდაუვალია – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს კონფლიქტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მუდმივად იმ პოზიციაში ვიყავი ყველა თანამდებობაზე თუ მის გარეთ, რომ რეალური დეიზოლაცია აფხაზური საზოგადოების [ანალოგიურად მეორე კონფლიქტური რეგიონის] არის ერთადერთი გზა. დღეს ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ჩვენ მათ უნდა მივცეთ საშუალება, ნახონ მსოფლიო. მივცეთ მათ შვილებს შესაძლებლობა, განათლება მიიღონ საზღვარგარეთ. მათ უნდა დაინახონ, რა სიკეთე მოაქვს დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ცხოვრებას. ამის ერთადერთი გზაა, ჩვენ ხელი შევუწყოთ მათ დეიზოლაციას. ასევე გავუჩინოთ ეკონომიკური კეთილდღეობის შანსები. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯები მყისიერ შედეგებს ვერ მოიტანს კონფლიქტის ამოწურვის კუთხით. მაგრამ ეს იქნება ნდობის გასაჩენად გადადგმული ნაბიჯები.

სხვა საკითხია, დღევანდელი რუსული ოკუპაციის პირობებში რამდენად შესაძლებელია ეს. არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთისთვის. აქ შეიძლება ტრანზიტის საკითხებზე მუშაობა, რომელიც ორმხრივად საინტერესო უნდა იყოს. ახლებური მიდგომები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ აქამდე კონფლიქტის მოგვარებას ვცდილობდით იმ მიდგომებით, რა მიდგომებშიც დაიბადა ეს კონფლიქტი 30 წლის წინ და რეალურად ახალს არაფერს ვთვაზობთ. დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი პოსტპუტინის პერიოდზე. პოსტ პუტინის პერიოდი დღეს თუ არა ხვალ იქნება, ეს გარდაუვალია. ჩვენ თუ მზად არ ვიქნებით, ჩვენი პარტნიორები სამშვიდობო მოლაპარაკებებში მზად არ გვეყოლება, არ იქნება უკვე შეთანხმებული პროექტები, მონახაზი დიდი მასშტაბის პროექტებისა, გაგვიჭირდება საერთო ენის პოვნა მათთან. მგონი, საზოგადოებაც მზად არის ჩვენთან ამისთვის.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share