სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი, შს მინისტრ გომელაურს მიმართავს და წერს:
„ბატონო ვახო, ჩვენი ნათელმირონობა მიუხედავად ჩვენი დღევანდელი ურთიერთობისა 9 თაობას გადაეცემა და მართლმადიდებლურად ყველაზე ახლო ნათესაურ კავშირზე უფრო მტკიცეა. არასდროს არც გულში ბოროტებას არ ვიდებ და მითუმეტეს შურს. მე ღმერთის ძიებაში ვარ და 16 ივლისის შემდეგ თქვენი დამსახურებით უფრო გავძლიერდი რწმენაში. 16 ივლისს ჩემს თვალწინ ათრიეს მამაჩემი და წიხლები ურტყეს.
დედაჩემს, რომ უყვიროდნენ მე მესმოდა,ჩემ 10 წლის ძმას, რომ მიუშვირეს იარაღები და ოთახში გამოკეტეს მაშინაც მესმოდა, ჩემი 4 წლის შვილს დღემდე, რომ უნებლიე შარდვა აქვს ესეც თქვენი გუნდის დამსახურებაა, მეც მათრიეს იარაღებით თავზე და ყოველ საღამოს სანამ ვიძინებ 16 ივლისი მოდის ჩემს გონებაში და ყოველ ღამე ვხედავ იმას, რაც “ფილანტროპის”ბრძანებით ჩატარდა ჩვენს სახლში. მიუხედავად ყველაფრისა ჩემში შურისძიების სურვილი არ გაღვივებულა იმიტომ, რომ მე ესე გამზარდა თქვენგან საძულველმა მამაჩემმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამავიწყდება ან არ ვიბრძოლებ.პირიქით სისხლის ბოლო წვეთამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ მამაჩემისთვის და ჩემი ოჯახისთვის. არაფერია იმაზე საშინელი, რაც მე გამოვცადე იმ ღამეს. ვუყურე როგორ ათრიეს მამაჩემი, და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მესმოდა, როგორ ლაჩრულად ექცეოდნენ დედაჩემს და ვერაფერი ვერ გავაკეთე დასახმარებლად, ჩემი შვილი გამოკეტეს ოთახში და ვერაფერი ვერ გავაკეთე, ჩემ ძმას ავტომატები მიუშვირეს და ვერაფერი ვერ გავაკეთე იმიტომ კი არა, რომ მეშინოდა, არა გაკოჭილი ვეგდე მეც და თავზე იარაღები მედო. სიმართლე, რომ გითხრათ იმ ღამეს მე მოვკვდი. ღმერთმა არასდროს არ გამოგაცდევინოთ ეს ყველაფერი არც თქვენ და არც თქვენს ოჯახს, რომელსაც მე დღემდე პატივს ვცემ.
აი ამ ყველაფრის შემდეგ მეც და ჩემმა ოჯახმაც დავკარგეთ შიშის გრძნობა.”