საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ლარსის საბაჟოსთან შექმნილ ვითარებას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა.
მისი თქმით, ორგანიზებული საპროტესტო წინააღმდეგობის გარეშე შედეგი ვერ დაიდება.
“მტრული სახელმწიფოს ათი ათასობით მიგრანტი საზღვარზეა მომდგარი.
ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა.
სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, მივიღოთ მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების და რაოდენობის ფარგლებში.
ცნობისთვის, ლიეტუოვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ფაქტობრივად ჩაკეტეს საზღვარი.
აქვე დავწერ, როგორი ფრუსტრირებული და უიმედოც არ უნდა ვიყოთ, კარგად ორგანიზებული საპროტესტო წინააღმდეგობის გარეშე შედეგს ვერ დავდებთ.
მოქმედების დროა!!!” – წერს ქადგიძე.