”ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიან საქართველოში და დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოს ურიგებდა რუსებს, რომ შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართო… მაშინ არ გახსენდებოდათ? მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის და ახლა დავკეტოთ [საზღვარი] დღეს?”
ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზრვართან ისევ სამანქანო რიგებია. რუსეთის მოქალაქეები მეზობელ სახელმწიფოებში ქვეყნიდან მას შემდეგ გარბიან, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.