„ერთი სიტყვით ვიტყოდი „ტრაგედია,“ თუ ორი სიტყვით უფლება მექნებოდა – „მორიგი ტრაგედია“. ქართველი ხალხის მორიგი სურვილი და მცდელობა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ძველი შეცდომები უკან მოეტოვებინა და წინ სერიოზული ნაბიჯებით წასულიყო, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და თითოეული ინდივიდის პრობლემის მოგვარებისთვის, კვლავ მარცხით დასრულდა“ – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიან პერიოდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.