ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი მიიჩნევს, რომ „ომის დაღლილობის“ და „შინაგანი პრობლემების გამო, რომლებიც თავს იჩენს“, ევროკავშირს სულ უფრო უჭირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ერთიანობის შენარჩუნება.
„სულ უფრო და უფრო რთულდება სანქციების დაწესება [ევროკავშირში] და არ არის დარჩენილი ბევრი ელემენტი, რომლის დაწესებაც შეგვიძლია. ეს არის პრობლემა… უკრაინის შემდეგ მან {პუტინმა} თვალი მოლდოვასკენ მიაპყრო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. მას ეს ნამდვილად არ დაუმალავს. ამის შეჩერების ერთადერთი გზა არის დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში“, – განაცხადა კალასმა.