წყარო” – ოზურგეთში ქართულმა ოცნებამ” ბოლო არჩევნები “ქოლ ცენტრის’ მეშვეობით გააყალბა რომელიც გადამდგარი გენერლის ოფისში იყო განთავსებული”

მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ადგილობრივი არჩევნები მასიურად გააყალბა, არჩევნების გაყალბება კი ხდებოდა ქალაქ ოზურგეთში განთავსებული “ქოლ ცენტრიდან” რომელიც ოზურგეთის ყოფილი პოლიციის შენობაში იყო განლაგებული.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ინფორმაცია კომპეტენტურმა წყარომ მიაწოდა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “ქოლ ცენტრიდან” ხდებოდა საარჩევნო უბნების ტოტალური კონტროლი-კერძოდ – კომისიის ადმინისტრაციისმონაცემებზე ოპერატიული ხელმისაწვდომობა და ასევე ოპერატიული კავშირი (სატელეფონო “ესემესებით”) კომისიის წევრ რეგისტრატორებთან.

“ქოლ ცენტრში” ჰქონდათ ხელმისაწვდომობა უბანში მიმდინარე ყველა პროცესზე საარჩევნო ადმინისტრაციების მეშვეობით, წინასწარ დადგენილი სიიდან, განსაკუთრებული აქცენტი და კონტროლი ხორციელდებოდა იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და ვერ შეძლებდნენ საარჩევნო უბნებზე მისვლას. ეს სიები ეგზავნებოდათ უბანში მოქმედ რეგისტრატორებს, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ “ქართული ოცნების” შტაბის მიერ დაქირავებულ ადამიანებს ორგანიზებულად, ყველა უბანზე ჩაეტარებინათ ე.წ. “კარუსელი.- გვიყვება წყარო.

მისივე ინფორმაციით,თითოეულ უბანზე ამ გზით მმართველმა პარტიამ 120-150 ხმა მიითვისა, ოზურგეთში კი ასეთი 62 საარჩევნო უბანია.

წყაროს ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” ‘ქოლცენტრის” მიერ ორგანიზებული “კარუსელის” გამოპყენებით, მარტო ოზურგეთში 6 ათასამდე ხმა მიიღო.

შენობა, რომელსაც წყარო “ქოლ ცენტრის” განთავსების ადგილად გვისახელებს, შსს გადამდგარ გენერალს, ოზურგეთელ ავთანდილ ღლონტს ეკუთვნის და მასში სხვადასხვა ბიზნეს კომპანიები ფუნქციონირებენ.

მისივე საკუთრებაშია შენობის (ყოფილი პოლიციის ეზო) ირგვლივ განთავსებული ავტოსადგურიც.

ამ შენობის მეორე სართული კი ამ წუთისათვის დაკეტილია.

“გურიის მოამბე” შეეცადა კომენტარისათვის ავთანდილ ღლონტს დაკავშირებოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ცნობისათვის: საქართველოში, ბოლო – მუნიციპალუირ ორგანოთა არჩევნები – 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა.

აღნიშნულ არჩევნებში არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში  17 536 ხმა ანუ ამომრჩეველთა ხმების 50,442% მიიღო.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ კი 15,457 ხმა, ანუ ამომრჩეველთა ხმების 44,221% მიიღო.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share