“ცდილობენ ჩვენ შემოგვტენონ” – რას აცხადებს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული ექსპერტი

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულმა ექსპერტმა, დავით თუშიშვილმა, სანამ მას პოლიციელები ხელბორკილებს დაადებდნენ, ინტერვიუ “პირველებს” მისცა.

შადრევნის ექსპერტიზაზე მომუშავე სპეციალისტი მერიას ამხელს და ამბობს, რომ ცდილობენ “ყველაფერი მათ შეტენონ”, რადგან მისივე თქმით, დასკვნა შუალედურია.

ექსპერტი ამბობს, რომ მას ევალებოდა მხოლოდ შადრევნის პროექტის ფინანსურ ნაწილზე დასკვნის მომზადება და სხვა არაფერი. მისივე თქმით, შადრევნის უსაფრთხოების შემოწმების ვალდებულება მერიის ლაბორატორიას ჰქონდა.

“საქმეს კერავენ! იცი რაშია საქმე? – ამათმა ლაბორატორიასაც რომ დაარტყან, რეალურად გამოდის, გამოდის, რომ მერიას ერთი უსაქმურების ბანდა ჰყავდა სამსახურად. იგივე კალაძეზე დარტყმაა, მიხვდი რაშია საქმე?! იმაზე არ უნდათ დაარტყან და აბა ვინ იქნება განტევების ვაცი, აბა გამოიცანი?!

იმ ხელშეკრულებაში, რომელიც აქვს მერიას და “გრინ სერვისს” იქ პირდაპირ წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ სამუშაოებზე მერიის მერიის ლაბორატორიას. რეალურად მაგათმა გააკეთეს ეგ ზედამხედველობა. ტექნიკური მდგომარეობა მათ უნდა ჩაეტარებინათ, უნდა შეემოწმებინათ ყველაფერი.

ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა რეალურად, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ დაგვავალეს ხარჯთაღრიცხვა, წმინდა ბუღალტერია რაც არის. შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამებოდა თუ არა რეალობას. ფინანსური ნაწილი შემოწმდა ჩვენს მიერ. ისე გამოჰყავთ ამათ საქმე, რომ თითქოს ჩვენ შევამოწმეთ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა და მაგაზე გავეცით დასკვნა. შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა, სადენები როგორაა დაერთებული, ელექტრო ნაწილი რაც არის, ფარული სამუშაოს აქტებია. ესენი ჩვენს მიერ არც შემოწმებულა. იქ დასკვნაში ეწერა, რომ დავეყრდენით ფარული სამუშაო აქტებსო. შადრევანი ჩართულიც არ მინახავს.

ეს დასკვნა არის შუალედური, სამუშაო რომ არ არის დასრულებული. მაგ ხარჯთაღრიცხვით მე რა დოკუმენტაციაც მქონდა, რაზედაც ჩვენ ისნპექტირება გავაკეთეთ, ისიც კი არ ირკვეოდა, ეს შადრევნის ნაწილი დასრულებული იყო თუ არა”- აცხადებს ექსპერტი”-  ამბობს ექსპერტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share