„რუს პროპაგანდისტს მეძახიან, მადლობა ამისთვის..“ – თინა კანდელაკი

ქართული წარმოშობის, რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი, თინა კანდელაკი კანადის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და „ტელეგრამზე“ წერს.

„მინდა ორი სიტყვა ვთქვა სანქციებზე. ალბათ იცით, რომ არასოდეს ვიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ დისკუსიაში, თქვენ ვერ მნახავთ სოლოვიოვის გადაცემებში. მე უბრალოდ მიყვარს ჩემი სამშობლო და მხარს ვუჭერ მას, როგორც ყველა პატრიოტი.

დასავლური ქვეყნები აქტიურად მიბიძგებენ, გავხდე პროპაგანდისტი. სწორედ ისინი ქმნიან ჩემგან მნიშვნელოვან ფიგურას, მეძახიან რუს პროპაგანდისტს და მადლობა ამისთვის. მართლა მჯერა, რომ არ ვარ უმნიშვნელო ფიგურა, რადგან ჩემი უშუალო ჩართულობით არხი „მატჩ ტვ“ გახდა ყველაზე ცნობადი მსოფლიოში.

როცა ვხედავ, როგორ იქცევა მსოფლიო, მაშინ, როცა ჯერ არაფერი გამიკეთებია ასეთი პატივისთვის, ვხვდები, რომ პოლიტიკაში აქტიური ჩართვის დროა.

ვიძლევი პირობას, აქტიურად ჩავერთო პოლიტიკურ დისკუსიებში. ნამდვილად ბევრი რამ მაქვს სათქმელი და დასაწერი. ამიერიდან ასეთი განცხადებებით მელოდეთ არა მარტო ტელეგრამზე, არამედ ყველგან, სადაც ამის საშუალება მომეცემა“ – წერს კანდელაკი „ტელეგრამზე“.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share