სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.
„სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, ყველაზე სწორი და ყველაზე აპრობირებული სისტემით დაფინანსება – ეს არის DRG სერვისების დაფინანსება. ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და კონკრეტუილ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოყვანილი საბაზისო ტარიფის და DRG -ს წონის მიხედვით გამოითვლება“, – აცხადებენ უწყებაში.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს ( 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).