რუსეთმა, შეერთებულ შტატებს Grom-2022 სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების ჩატარების შესახებ უკვე ოფიციალურად აცნობა. – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
წვრთნების დროს გაშვებული იქნება ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება.
რუსული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები 26-29 ოქტომბერს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პარალელურად, ბელგია მასპინძლობს NATO-ს ყოველწლიურ სამხედრო-საჰაერო ძალების სწავლებას Steadfast Noon-ს, სადაც არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს იყენებენ.