რუსული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან – ბრიტანეთი

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ დაბალი მორალისა და ბრძოლისადმი უხალისობის გამო, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაიწყეს “ბარიერის ჯარების” ან “ბლოკირების შენაერთების” განლაგება.

“ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკანდახევისთვის დახვრეტით ემუქრებიან, რათა აიძულონ შეტევა”, – წერია განახლებაში.

განახლებაში წერა, რომ ცოტა ხნის წინ, რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მათ მეთაურებს იარაღი გამოეყენებინათ დეზერტირების წინააღმდეგ. გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე.

უწყება წერს, რომ დეზერტირების სროლის ტაქტიკა, სავარაუდოდ, ადასტურებს რუსული ძალების დაბალ ხარისხს, დაბალ ზნეობას და უდისციპლინას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share