საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს: “დღეს არის საქართველოს ეროვნული დროშის დღე. როდესაც ეს დროშა, პირველად გამოვაცხადე იუსტიციის სამინისტროს დროშად და თბილისის საკრებულოში, 80-% იმ ადამიანების, ვინც ახლა უკანონოდ რჩება საქართველოს ხელისუფლებაში, ჩემზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები… მე გამომაცხადეს საზოგადოების წესრიგის დამრღვევად, ფსიქიურად შერყეულად. დღეს, ყველა აღიარებს, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიოში – ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქართველები ასე ვთვლით“.
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა გონგაძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს.
მსგავსი სტატიები
- 91
როგორ აფასებენ ივანიშვილის ინტერვიუს რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ…
- 91
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებსა და ტრამპის მომხრეების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ზოგადად ოლიგარქების მხრიდან დემოკრატიის ხედვას ასე აფასებს: "ჩვენ ვიკითხოთ თორემ, ამერიკას გუშინ არაფერი არ ემუქრებოდა. ივანიშვილი თვლის, რომ საქართველო ეკუთვნის მას, ისევე როგორც პუტინი თვლის, რომ რუსეთი ეკუთვნის მას, ან უკრაინაში თვლიდა რამდენიმე…
- 91
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…
- 91
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც სოფელ ჭორვილასთან დაკავშირებით შურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებს:ჭორვილა თუ არა ჭორვილა! პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა "ლიდერების" განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის…