თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებით წულუკიანმა იუსტიციის მინისტრობისას ბიუჯეტი ₾332 000-ით აზარალა – “ფლანგვა”

“ფლანგვის დეტექტორის” მონაცემებით, თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებით თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, ბიუჯეტი, 332 ათასი ლარით აზარალა.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე,  2019-2022 წელს საჯარო სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე 4,039 პირმა დატოვა.

2019-2021 წლებში მათი კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

აქედან 420,078 ლარი უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეთა კომპენსაციებზე დაიხარჯა.

თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლება ყველაზე ხშირად თეა წულუკიანს ახასიათებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share