სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის – კრამერი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სანქციების გარეშე საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.

„მე მინდა ძალიან კარგად განვმარტო, თუ რას ვგულისხმობ. მე არ ვგულისხმობ სანქციებს ქართველი ხალხზე, მე არ ვგულისხმობ სანქციებს სახელმწიფოზე. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კონკრეტულ, მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ სანქციებს ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს არასწორი მიმართულებით მიუძღვებიან. ეს დაიწყება ბატონი ივანიშვილისგან, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ აკისრია ოფიციალური როლი მთავრობაში ან პარტიაში, არის ის ადამიანი რომელიც რეალურად აკონტროლებს ამ პროცესებს და ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მის ბრძანებებს, მათაც უნდა შეეხოთ სანქციები. თუმცა ნამდვილად დავიწყებდი ამ ყველაფერს ივანიშვილით…

ჩემთვის ძალიან დიდი გულისტკივილია, როცა ვამბობ, რომ საქართველოში უნდა დავაწესოთ კონკრეტული, მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც არ არის მიმართული ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამჟამინდელ სირთულეებზე და მე მგონი ეს რიტორიკა და ქცევა გაგრძელდება თუ არ შემოვიღებთ ამ სანქციებს და შეწყდება მხოლოდ და მხოლოდ სანქციების დაწესების შემდეგ…

ამჟამად სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად მიდის არასწორი მიმართულებით. მიზანმიმართული სანქციებით მე ვფიქრობ, არის შესაძლებლობა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სასჯელი, შესაბამისი საფასური ქართული მთავრობის მიერ ამჟამინდელი ქცევის გაგრძელებას, – განაცხადა კრამერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share