ნასაკირალის ბრძოლამ (1905, 20 ოქტომბერი) დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკლებლივ ყველაზე და მძლავრი ბიძგი მისცა რუსეთის იმპერიაში შეიარაღებულ აჯანყებას. თურმე ამ ამბებიდან დიდ ხნის განვლის შემდეგაც კაზაკები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ,,Накирали знаешь?” ,,ნასაკირალი გაგიგონია?” ნასაკირალს ისინი ნაკირალს ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ კომუნისტებმა ისტორიის გადაწერის მიზნით ბელადის სახე, რომ უფრო მეტი შარავანდედით შემკულიყო, ნასაკირალის ბრძოლის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც ლამის გურიის მთელი აჯანყებისა, იოსებ ჯუღაშვილს აბრალებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერება. პოლიტიკურ სიტუაციას გურიაში მაშინ მენშევიკები წარმართავდნენ. თავად გაქანებული ბოლშევიკი თენგიზ ჟღენტი აღნიშნავს (სხვათაშორის, მას ბენიას და ჰყავდა ცოლად), რომ ,,საქართველოში პარტ-ორგანიზაციები მენშევიკების ხელში იყო, მენშევიკები საქართველოში აბსოლიუტურ უმრავლესობაში იყვნენო.” ისე კი, საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთის იმპერიის მასშტაბით, მხოლოდ ჩვენთან არ ასახავდა ეს სახელწოდება რეალობას – ,,მენშევიკი” ხომ უმცირესობას ნიშნავს, ,,ბოლშევიკი” კი – უმრავლესობას.
ნასაკირალის შეტაკება მართლაც ჯუღაშვილის დაგეგმილი რომ ყოფილიყო, იმ უთვალავ მემაუარებში, რაც ჩვენ ქართველმა ბოლშევიკებმა დაგვიტოვეს, ეს ფაქტი აუცილებლად ნახსენები იქნებოდა.
ვრცლად ჩემს წიგნში გურიის რესპუბლიკა.