მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ამ კვირაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
„(ტოქსიკოლოგიური) დასკვნა რომ მოგვივა, მივმმართავთ სალომე ზურაბიშვილს. ეს წესით, იქნება ამ კვირაში. მოვითხოვ შეხვედრას, როგორც სააკაშვილის ადვოკატი, სადაც მას გავაცნობ და გადავცემ ამ საექსპერტო დასკვნას და შემდგომ იქნება საუბარი მის პატიმრობასთან დაკავშრებით,“ – თქვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, სააკაშვილს არ უთქვამს, რომ პრეზიდენტის მისი შეწყალება სთხოვონ – „მითხრა, შეხვდი, დაელაპარაკე, გადაეცი ჩემი ავადმყოფობის ისტორია”.